"რუსეთი მეზობლების მიმართ უფრო აგრესიული გახდა - ეს საქართველოში ვნახეთ, საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით" | მაკრონი

გამოქვეყნდა:

"ბოლო წლების განმავლობაში რუსეთმა გაზარდა აგრესია და შეცვალა ამ აგრესიის ხასიათი ევროპელებისა და მსოფლიოს სხვა ნაწილების მიმართ, ჩვენ ამას ვხედავთ სომხეთში, სადაც რუსეთმა უეცრად შეცვალა თავისი მოკავშირეობა და აზერბაიჯანის მოკავშირე გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები მათ წინააღმდეგობას უწევდნენ, საქართველოში საარჩევნო პროცესების დესტაბილიზაციითა და ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით", - ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ელჩების ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა.

"ბოლო წლების განმავლობაში რუსეთმა გაზარდა აგრესია და შეცვალა ამ აგრესიის ხასიათი ევროპელებისა და მსოფლიოს სხვა ნაწილების მიმართ, მოხდა რადიკალური ცვლილება რუსეთის ქცევაში ბირთვული დოქტრინის თვალსაზრისით, რომელიც უფრო მკაცრი გახდა. ასევე, მან გაცილებით უფრო აგრესიული დამოკიდებულება შემოიღო მეზობელი ქვეყნების მიმართ. ჩვენ ამას ვხედავთ სომხეთში, სადაც რუსეთმა უეცრად შეცვალა თავისი მოკავშირეობა და აზერბაიჯანის მოკავშირე გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები მათ წინააღმდეგობას უწევდნენ, საქართველოში საარჩევნო პროცესების დესტაბილიზაციითა და ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით. ასევე მოლდოვაში, სადაც იგივე სცადეს და ვერ შეძლეს. მინდა, პრეზიდენტ მაია სანდუს გამბედაობა და სიმტკიცე შევაქო. ასევე, შემიძლია ვახსენო რუმინეთის არჩევნები, სადაც რუსეთი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში საარჩევნო პროცესის მანიპულირებას არ მოერიდა", - განაცხადა მაკრონმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი