საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 37-ე პაციენტი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსით დღეს, 30 სექტემბერს 37-ე პაციენტის გარდაიცვალა. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, გარდაცვლილი პაციენტი ქუთაისის საავადმყოფოში მკურნალობდა. 

37-ე პაციენტი ქუთაისში გარდაიცვალა. ის კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა, იყო 69 წლის მამაკაცი, რომელსაც მძიმე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, სასუნთქი სისტემის დაავადებების ფონზე მოციმციმე არითმია და პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა და გარდაიცვალა - ამბობს მარინა ენდელაძე

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 326 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 6192
  • გამოჯანმრთელებულია - 2324
  • მათ შორის გარდაცვლილია - 37
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5413
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 869
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 33 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 25 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი