კორონა კახეთში - ინფიცირებულია 4 პირი, მათ შორის - 1 სამხედრო

გამოქვეყნდა:

კახეთში, კორონავირუსი 4 მოქალაქეს დაუდგინდა, მათ შორის, ერთი სამხედრო პირია.

ინფიცირებული სოფელ შილდაში ცხოვრობს და თელავის 20-ე კადრირებული ბრიგადის ჯარისკაცია. მიმდინარეობს პაციენტის კონტაქტების მოძიება. 

კორონავირუსი დაუფიქსირდა ყვარელში მცხოვრებ 70 წლის კაცსაც, რომელსაც თანმდევი ქრონიკული დაავადებები აქვს . ის სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს.

ვირუსის 2 შემთხვევა გამოვლინდა ახმეტის რაიონის სოფელ მატანშიც.
ინფიცირების წყარო ე.წ გორის ქორწილის კლასტერს  უკავშირედება. ორივე მათგანი 14 სექტემბრიდან თვითიზოლაციაში იმყოფება . მათ მკურნალობა სავარაუდოდ, ადგილზე ჩაუტარდება.

სულ ბოლო მონაცემებით, კახეთში დაინფიცირების 56 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში კი, საქართველოში, ჯამში, კორონავირუსის 326 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. 

საქართველოს მასშტაბით კი :

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 6192
  • გამოჯანმრთელებულია - 2324
  • გარდაცვლილია -  37
  • კარანტინის რეჟიმშია - 5413
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 869
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

მსოფლიო მონაცემებით კი, ინფიცირებულია 34 მილიონამდე ადამიანი, ვირუსით გარდაცვლილია მილიონზე მეტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 25,169,537 ადამიანი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი