ბათუმში სასმელების მაღაზია გაქურდეს

გამოქვეყნდა:

ბათუმში, სასმელების მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა ლუკა ასათიანისა და მემედ აბაშიძის ქუჩების გზაჯვარედინზე მოხდა. ინფორმაციას Ajara Times-ი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ობიექტიდან წაღებულია ძვირადღირებული სასმელების დიდი რაოდენობა. ჯერჯერობით უცნობია ზარალის ოდენობა.

მძარცველებმა მინები ჩაამტვრიეს და ობიექტში ასე შევიდნენ. მფლობელის თქმით, ის რისი წაღებაც ვერ შეძლეს იატაკზეა დაყრილი. 

ფოტო: Ajara Times

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი