დატოვებენ თუ არა ანდრო ჭიჭინაძეს პატიმრობაში | ხვალ პროცესის პარალელურად სასამართლოსთან მხარდამჭერი აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

10 იანვარს 10:00 საათზე საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ოლიგარქის რეჟიმის პატიმრის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პროცესი უნდა ჩატარდეს, საპროტესტო აქცია გაიმართება. საპროტესტო აქციაზე შეკრებილები მხარდაჭერას გამოუცხადებენ ანდრო ჭიჭინაძეს და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.

წინასასამართლო პროცესი 5 მარტისთვისაა გადადებული, ხვალინდელ პროცესზე კი მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს გაუხანგრძლივებს თუ არა ანდრო ჭიჭინაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას. 

მხარდამჭერ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს მოქალაქეებს ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძეც.

"ხვალ10.30 გაიმართება პროცესი საქალაქო სასამართლოში. რაც მეტი ხალხი უგულშემატკივრებს ანდროს უკეთესი," - წერს ლიკა გუნცაძე.

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე პროევროპული აქციებისას დააკავეს. 7 დეკემბერს სასამართლომ მსახიობს პატიმრობა შეუფარდა. ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი