პროკურატურა ზვიად ცეცხლაძის წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელებას ითხოვს | პროცესი შაბათს ჩაინიშნა

გამოქვეყნდა:

ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონის" ლიდერის, ზვიად ცეცხლაძის წინასასამართლო პროცესი 11 იანვარს, დილის 10 საათზე ჩაინიშნა. ინფორმაციას დაკავებულის მამა ავრცელებს: 

"შაბათ დღეს - 11 იანვარს 10:00 საათზე დაინიშნა ზვიადის სასამართლო პროცესი, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, წინა სასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების მოთხოვნით. ზვიადი თავის მეგობრებს და  თანამებრძოლებს ელოდება სასამართლოს სხდომის დარბაზში." წერს ზურა ცეცხლაძე. 

ზვიად ცეცხლაძე 4 დეკემბერს დააკავეს. ის აქციების აქტიური მონაწილეა. ცეცხლაძესა და მასთან ერთად დაკავებულ ახალგაზრდებს რეჟიმის მოსამართლე  ირაკლი ხუსკივაძემ 6 დეკემბერს აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

ივანიშვილის შსს 19 წლის ახალგაზრდას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

ზვიად ცეცხლაძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი