საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 39-ე პაციენტი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

საქართელოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 39-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა. ბოლო 24 საათში covid19-ით სულ 3 ადამიანი გარდაიცვალა. 

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 60 წლის ქალი აჭარიდანაა. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 6192
  • გამოჯანმრთელებულია - 3120;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 38;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -5445;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 836;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი