"მე ვარ გლობალური ომის პარტიის დამფუძნებელი და "დიფ სთეითის" 14%-იანი წილის მფლობელი, ონისე "მალადოი" | ონისე ცხადაძის სიტყვა სასამართლოზე

გამოქვეყნდა:

"მე ვარ გლობალური ომის პარტიის დამფუძნებელი და "დიფ სთეითის" 14%-იანი წილის მფლობელი ონისე ცხადაძე, იგივე ონისე "მალადოი" - ამ სიტყვებით დაიწყო იუმორისტმა ონისე ცხადაძემ მოსამართლისთვის მიმართვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე მან სიტყვის უფლებით ისარგებლა: 

"მე ვარ გლობალური ომის პარტიის დამფუძნებელი და "დიფ სთეითის" 14%-იანი წილის მფლობელი ონისე ცხადაძე, იგივე ონისე "მალადოი". დავიწყებ ცემი სამოქალაქო პოზიციით. მიუხედავად იმისა, რომ რთულია პატიმრობაში ყოფნა, არ მაინტერესებს დამტოვებთ თუ არა პატიმრობაში ამ ქვეყნის გულისთვის ადამიანები კვდებოდნენ და არ მინდა მეც ნაკლები გავაკეთო ქვეყნისთვის. რაც შეეხება პროკურატურის ბრალდებებს, მე მაქვს საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულება ნანახი, სადაც ჩანს ბოთლის სროლა და არის ე.წ. ფერი, კვამლს რომ უშვებს მაგის პატარა კაფსულის სროლა და ისე ცუდად ვისვრი, რომ ლამის ფეხში გავირტყი და გთხოვთ, თვითმკვლელობის მცდელობისთვის 500 ლარით დამაჯარიმოთ.

ჩემს ბრალდებაზე მაქსიმუმი რომ მომისაჯოთ, გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა. ანუ, თქვენი აზრით, მე ვიქნები მასზე ცოტათი დამნაშავე. 

გირაო თქვენ თვითონ შეგიძლიათ განსაზღვროთ, მაგრამ მე გთხოვთ, რომ გირაო დამიწესოთ 14 ლარის და 60 თეთრის ოდენობით. თუ ასევე ფიქრობთ, რომ  ბოთლის სროლა 4-დან 6-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მაშინ მე მაქვს ასანთის კოლოფი, რომელსაც პროკურატურის მიმარულებით ვისვრი და 3 თვე დამიმატეთ“, - განაცხადა ცხადაძემ სასამართლოზე, რასაც მოსამართლის შენიშვნა მოჰყვა, რომ წესრიგი დაიცვას - "ამ წამიდან გავითვალისწინებ" - უპასუხა ცხადაძემ

საქალაქო სასამართლოში კი უკვე 4 საათზე მეტია ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და რეჟიმის კიდევ 9 პატიმრის პროცესი მიმდინარეობს. დღეს ერთადერთი საკითხი განიხილება, დატოვებს თუ არა დაკავებულებს სასამართლო წინასწარ პატიმრობაში. აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. 
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი