11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაკავებულ მამას ბრალი დაუმძიმდა

გამოქვეყნდა:

თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაკავებულ  ფრიდონ აბჟანდაძეს ბრალდება დაუმძიმდა. ამის შესახბე ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულს ბრალდება არასრულწლოვანი შვილის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენებისა და მეუღლის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების ფაქტებზე წარედგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ  მყოფი ფ.ა. არასრულწლოვან შვილს ა.ა.-ს არაადამიანურად ეპყრობოდა - სისტემატურად ემუქრებოდა მოკვლით, ცემით, სახლის და მისთვის სასურველი ნივთების დაწვით. ასევე, ფ.ა. არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ტელეფონით საუბრისას, საზღვარგარეთ მყოფ მეუღლეს ნ.ა.-ს სისტემატურად ამცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა. ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად, მისი არასრულწლოვანი შვილი მუდმივი სტრესის და შიშის ქვეშ იმყოფებოდა, რის გამოც 2020 წლის 23 აგვისტოს, მან თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი მოიკლა, - ნათქვამია უწყების განცხადებაში 

ფ.ა.-ს დაზუსტებული ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით  (თვითმკვლელობამდე მიყვანა), 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), 11 პრიმა, 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (პირის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც  სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს  ფრიდონ აბჟანდაძე საკუთარ სახლში დააკავეს.  25 აგვისტოს კი ბრალი არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის და ოჯახში ძალადობისთვის წაუყენეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი