აქცია მატანში - ადგილობრივები თანასოფლელის იტალიის ციხიდან საქართველოსთვის გადმოცემას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

სოფელ მატანის მოსახლეობამ იტალიის რესპუბლიკის ციხეში მყოფი თანასოფლელის საქართველოს სახელმწიფოსთვის გადმოცემის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართა.

საუბარია წითელი ცირკულარით ძებნილ, 42 წლის  ბორის წიკლაურზე, რომლის რუსეთში ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება, იტალიის სასამართლომ 2020 წლის 11 სექტემბერს მიიღო. რუსეთის ფედერაცია მის ექსტრადირებას, 1999 წელს ჩადენილი მკვლელობისათვის ითხოვს, რისთვისაც მან, სასჯელი რუსეთის ციხეში უკვე მოიხადა. 

წიკლაურის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ადვოკატის მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წიკლაურის - საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, იტალიის სასამართლოს არ უგზავნის.

ოჯახის წევრები და ახლობლები, საპროტესტო აქციის ჩატარებას, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და იტალიის საელჩოსთანაც გეგმავენ.

ავტორი: ია გულიაშვილი 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი