„ახლა უფრო მეტი რწმენით და პატივისცემით სათქმელი მხოლოდ ერთი მაქვს, ისევე როგორ დედის, სამშობლოს გადაყვარება დაუშვებელია. შესაბამისად, ყველა ერთად იმაზე მალე გავიმარჯვებთ, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა“  -  ეს ჟურნალისტ ნიკა კაციას გზავნილია საზოგადოებისთვის. 

ჟურნალისტი თვეზე მეტია რეჟიმის პატიმარია.  რამდენიმე დღის წინ ნიკასგან შევიტყვეთ, რომ ის  გაუსაძლისი პირობები იმყოფება. მას საკანი შეუცვალეს, სადაც არის ანტისანიტარია, არ აქვს ტელევიზორთან წვდომა და   შეუზღუდეს სასეირნო დრო. ნიკა ფიქრობს, რომ ჩაკეტილ სივრცეში და უმძიმესი პირობებში შეგნებულად გადაიყვანეს და ამით რეჟიმი მას სამაგალითოდ სჯის 

ნიკა კაციას ოლიგარქის პროკურატურა ნარკოტიკების ფლობას ედავება, რაც 8- დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.  მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ჟურნალისტი მის მიმართ წაყენებულ მძიმე ბრალდებას უარყოფს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი