როგორ დაასაბუთა გადაწყვეტილება მოსამართლე ჯაჭვაძემ? | ადვოკატებმა განჩინება ჩაიბარეს და სააპელაციოს მიმართავენ

გამოქვეყნდა:

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის დასაბუთებული გადაწყვეტილების რამდენიმე პუნქტს ასაჯაროებს. 

დაცვის მხარემ ჭიჭინაძისა და სხვა 10 პირის პატიმრობაში დატოვების თაობაზე განჩინება ჩაიბარა. 

დაცვის მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციოში ხვალ გაასაჩივრებს: 

"გუშინდელი პროცესის შემდგომ, ალბათ, ყველას აინტერესებს როგორ დაასაბუთა გადაწყვეტილება მოსამართლემ სინდისის პატიმრების ციხეში დატოვების შესახებ.

დაცვის მხარემ ჩავიბარეთ განჩინება ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა 10 პირის პატიმრობაში დატოვების თაობაზე.

რამდენიმე ფრაზა შუამდგომლობიდან, რომლითაც საკუთარ გადაწყვეტილებას ასაბუთებს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე:

1. "შესაძლებელია საჭირო გახდეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება" - კონკრეტულად რომელი მოქმედებები?! რატომ შეუშლის ანდროს გარეთ ყოფნა ხელს ამ საგამოძიებო მოქმედებებს?!

2. "არსებობს ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების გარკვეული რისკი" - რომელ მოწმეებზე, რომელიც პროკურატურამ თვეზე მეტ დროში ერთიც ვერ მოძებნა?!

3. "ბრალდების მხარის მიერ დასაბუთებულ იქნა ყველა იმ საფრთხის არსებობა, რომლებიც საფუძვლად დაედო ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას" - რომელ დასაბუთებაზეა საუბარი? დასაბუთება და არგუმენტები გუშინ მხოლოდ დაცვის მხარეს ჰქონდა!

გადაწყვეტილება დაცვის მხარის მიერ ხვალ დილითვე გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში!" წერს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი. 

გუშინ, 10 იანვარს ოლიგარქის სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძე და რეჟიმის კიდევ 10 ტყვე, წინასწარ პატიმრობაში დატოვა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი