"ბათუმში რეპრესიები გრძელდება. თბილისში პროტესტია მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც წვეულების გამართვას ცდილობდნენ... არანაირი სამართალი! არანაირი მოსამართლეები!" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში დღეს მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ კი, ბათუმში აქციის მონაწილეების დაკავებასა და თბილისში, მოსამართლეების ღონისძიებას ეხმაურება. 

"ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან რეპრესიები გრძელდება! თბილისში პროტესტია მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც წვეულების გამართვას ცდილობდნენ იმ დღის შემდეგ, რაც მათ ახალგაზრდა დემონსტრანტებს გირაოს გარეშე გახანგრძლივებული პატიმრობა მიუსაჯეს. არანაირი სამართალი! არანაირი მოსამართლეები!", - წერს ზურაბიშვილი X-ზე. 

თბილისში, რესტორან "ბაბილოში" მოსამართლეთა კლანის საახალწლო ღონისძიება პროტესტის ფონზე გაიმართა. ადგილზე ვითარება რამდენიმე საათის განმავლობაში, პერიოდულად იძაბებოდა. ოლიგარქის პოლიციამ რამდენიმე ადამიანიც დააკავა. მოსამართლეთა კლანს რესტორნის დატოვება შეძახილების ფონზე, საპოლიციო ძალების მიერ მოწყობილი კორდონის გავლით მოუწია. 

რაც შეეხება ბათუმში მიმდინარე აქციას, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე პროტესტის დროს რეჟიმმა "კოალიცია ცვლილებისთვის" ორი ლიდერი, ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე დააკავა, მათ გარდა აკავებდნენ აქციის სხვა მონაწილეებსაც. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი