გორის სამედიცინო ცენტრმა მუშაობა შეწყვიტა-ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

გორის სამედიცინო ცენტრმა მუშაობას შეწყვიტა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.სამედიცინო ცენტრმა განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
 
"გორის სამედიცინო ცენტრი" გაცნობებთ, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე კლინიკაში დაფიქსირდა COVID-19-ის შემთხვევა. ეპიდემიოლოგიის რეკომენდაციით მიღებულია ყველა საჭირო ზომა და კლინიკა 1 ოქტომბერს განაახლებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში"- წერია განცხადებაში.
 
“მთავარის” ინფორმაციით, სამედიცინო ცენტრში კორონავირუსი თბილისელ ექიმს დაუდგინდა, რომელიც რენტგენოლოგად მუშაობს.

საქართველოში დღეს კორონავირუსის რეკორდული - 326 ახალი შემთხვევა დადასტურდა
გარდაცვილია 39 pacientio

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი