ბათუმის სასამართლო 16 დეკემბრის აქციაზე დაკავებული 11 პირის საქმეს განიხილავს

გამოქვეყნდა:

ბათუმის საქალაქო სასამართლოში იმ პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელთაც 16 დეკემბრის აქციაზე გზის უკანონო გადაკეტვასა და აქციის ორგანიზებას ედავებიან.  შსს აქციის მონაწილეებს: აზა გაბუნიას, თორნიკე კაკალაძეს, ნიკოლოზ მირცხულავას, ლაურა ქარცივაძეს, ირმა ზოიძეს და სხვებს საავტომობილო გზის ბლოკირებას ედავება.

აქციის მონაწილეების უფლებებს "საია" იცავს. აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის, თამარ წულუკიძის ინფორმაციით, მოსამართლეს 20- 20-წუთიანი შუალედი აქვს 11 პირის საქმის განსახილველად.

საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე განიხილავს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი