ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის პოლიციასთან დაკავებული თათია აბულაძე 2 000 ლარით დააჯარიმა

გამოქვეყნდა:

ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის პოლიციის სამმართველოსთან დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. მოსამართლემ ერთ-ერთ დაკავებულს, თათია აბულაძეს 2 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

2 დღის წინ აჭარის პოლიციის სამმართველოსთან 8 პირი დააკავეს. 

გარდა ამისა, დღეს დილიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში ასამართლებდნენ 16 დეკემბერს დაკავებულ აქტივისტებსაც, რომლებსაც გზის უკანონო გადაკეტვას ედავებიან.  ყველა პროცესი გადაიდო იმ მოტივით, რომ დაცვის მხარეს საქმის მასალების გაცნობისთვის საკმარისი დრო არ ჰქონდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი