ოლიგარქის სასამართლომ ბათუმში, საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 3 მოქალაქეს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
მათე ცენტერაძე, ნოდარ ფრანგიშვილი და თემურ ქათამაძე 2 დღის წინ, აჭარის პოლიციის სამმართველოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ისინი სტიკერის "გაიფიცე საქართველო" გაკვრას ცდილობდნენ.
გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ ირმა ტოგონიძემ მიიღო, რასაც ხმაური მოჰყვა. სხდომის დამსწრეებმა მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან მათი თქმით, მოწმეები ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს იძლეოდნენ, თუმცა მოსამართლემ დავალება შეასრულა და პატიმრობაში საპროტესტო აქციის აქტიური წევრები გაუშვა.