რეჟიმის პროკურატურა მზია ამაღლობელის პატიმრობას ითხოვს | დაცვის მხარე 100 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას

გამოქვეყნდა:

რეჟიმის პროკურატურა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი მის 100 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებს.

„მისი  უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 137 600 ლარის ოდენობითაა, ჩვენ კი გთავაზობთ 100 000 ლარს, ამ უძრავი ქონების სახით, რათა გირაოს უზრუნველყოფა მოხდეს. უძრავი ქონება არის მტკიცებულება. ის აცნობიერებს რისკებს“,- განაცხადა ადვოკატმა.

პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. მოსამართლე ნინო სახელაშვილი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. 

მზია ამაღლობელს ივანიშვილის რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ის პროცესზე სიმბოლურად მარია რესას წიგნით მივიდა - "როგორ დავამარცხოთ დიქტატორი" .

სასამართლოს პროცესის პარალელურად "ბათუმელებისა" და ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მხარდასაჭერად სასამართლოსთან შეიკრიბნენ მისი კოლეგები. ჟურნალისტების ნაწილი სოლიდარობისთვის თბილისიდან ბათუმში ჩავიდნენ.

სასამართლოს ფოიეში ხმაურიც იყო, რადგან ყველა მსურველს პროცესზე დასწრების საშუალება არ მიეცა. მიზეზად სასამართლო დარბაზის სიმცირე და ადგილების არარსებობა დასახელდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი