"ფაბრიკას" რეზიდენტები ხვალ, 15:00 საათზე გამართხილებელ, საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 15:00-დან 18:00-მდე, ეზოს ყველა ობიექტი დაკეტილი იქნება.
"ხვალ, 15:00-დან 18:00-მდე, ეზოს ყველა ობიექტი დაკეტილი იქნება. ფაბრიკას რეზიდენტები ვუერთდებით გამაფრთხილებელ გაფიცვას. ჩვენი სოლიდარობა ემსახურება საერთო მიზნებსა და ცვლილებებს. მადლობა მხარდაჭერისთვის!", - წერია განცხადებაში.
მანამდე, განცხადება გაავრცელა "გასტრონომ ჯგუფმა", რომელმაც თქვა, რომ ხვალინდელ გაფიცვას უერთდება.
"იფიცება საქართველო" - 15 იანვარს, 15:00 საათზე, მასშტაბური საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვაა დაგეგმილი. კომპანიები და მათი თანამშრომლები, რომლებიც უპირისპირდებიან ოლიგარქის არალეგიტიმურ ხელისუფლებას სხვადასხვა დროით მუშაობას შეწყვეტენ. მოთხოვნები უცვლელია - რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება და ახალი არჩევნები. საყოველთაო პროტესტისთვის მზადება დაწყებულია.