თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმს COVID-19 დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა, დაინფიცირებული ქალი თვითიცოლაზიაცი იმყოფება. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მედიკოსი თავს კარგად გრძნობს და ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.

სპეციალისტებმა ექიიმს განმეორებითი კოვიდტესტირება დღეს ჩაუტარეს და პასუხი ცნობილი, სავარაუდოდ, ხვალ გახდება.

ბოლო მონაცემებით, ჯამში კახეთში კორონავირუსით დაინფიცირების 57 შემთხვევაა გამოვლენილი.

ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 326 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 796 ადამიანი. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი