"ასე თუ ისე, ძალიან მეტკინა ამ კაცს ასე რომ მოექცნენ, არავის არაფერი შეგრჩებათ" | მაჩალიკაშვილი გახარიაზე თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარტია "საქართველოსთვის" ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურება:

"იცით, მტერიც რომ მტერია, მაგრამ ღირსეულად იჭერს თავს შენ წინაშე, ის იმსახურებს ღირსეულ პასუხს. მე ჯერაც არ ვიცი 2017 წლის 25 დეკემბრის სისხლიან ღამესთან რამდენად მიუძღვის მაშინდელ ახლად დანიშნულ შს მინისტრ გახარიას. ერთი რამ ცხადია, მე მას პირადად შევხდი. მან უარყო მისი იმ სისხლიანი ღამის, იმ კოშმარში მონაწილეობის შესახებ. და შემდგომშიც მისი ყველა განცხადება მახსოვს და შენახული მაქვს. ერთი რამ ცხადია, ის გახარია იმ სისხლიან რეჟიმს, კრემლის მონებს და ბიძინა ივანიშვილის შნირ მონებს გაემიჯნა. ეს კი ჩემთვის რაღაცას ნიშნავს. მე იმედი მაქვს, გახარია იტყვის თავის სათქმელს ჩემს საქმესთან დაკავშირებით. არის 20 ივნისის ამბავი, არის კერზაიას ამბავი. გახარიას კი ამის პასუხები აქვს. მე ასე თუ ისე ძალიან მეტკინა ამ კაცს ასე რომ მოექცნენ, არავის არაფერი არ შეგრჩებათ. გახარია მთელი ქოც კრემლის მონებს გადაწონის", - წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში. 
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი