გაშიფრულია ყველა ის პირი, ვინც გუშინ, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებაში საჯარო სამსახურში დასაქმებულები, მათ შორის თბილისის მერიის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
კადრების გაშიფვრის შემდეგ დადგინდა, რომ დოლიძის ქუჩაზე იმყოფებოდნენ:
მაგალითად, თენგიზ ფოფხაძე ის პირია, რომელიც ერთ-ერთი პირველი მივიდა გაფიცულ მოქალაქეებთან და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ადგილზე დაპირისპირება დაიწყო - ის განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, თავდასხმა დოლიძის ქუჩაზე მას შემდეგ მოხდა, რაც საყოველთაო გაფიცვა დაიწყო.
იხილეთ ასევე: