თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. დღესვე გადაისინჯება დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა
პროცესს ესწრება დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი.
ანატოლი გიგაური 25 ნოემბერს დააკავეს და ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს
მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.