სანაპიროზე, ყოფილ რესტორან "არაგვის" ტერიტორიაზე "ოცნების" შემომწირველი 4 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს | მაქსიმალური სიმაღლე 180 მეტრი იქნება

გამოქვეყნდა:

ქალაქ თბილისში,  ჰეიდარ ალიევის სანაპიროზე, ყოფილი რესტორან "არაგვის" ტერიტორიაზე 4 ცათამბჯენის აშენება იგეგმება, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებაზე თანხმობა დედაქალაქის მთავრობისგან გასული წლის ბოლოს, 26 დეკემბერს იქნა მიღებული.

დოკუმენტის თანახმად, საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ თბილისში, ჰეიდარ ალიევის სანაპიროზე და მოიცავს შემდეგ საკადასტრო ერთეულებს : 01.15.03.001.001;
01.15.03.001.013; 01.15.03.002.032; 01.15.03.002.008; 01.15.03.002.035; 01.15.03.002.036; 01.15.03.002.033; 01.15.03.002.001; 01.15.03.002.029; 01.15.03.002.023; 01.15.03.002.024; 01.15.03.002.011; 01.15.03.002.025
. ტერიტორიის არეალი არის 58 859 კვ.მ. მესაკუთრეები შპს "ევ დი ეს მოდიკუმი", შპს "ალიანს სიტი", შპს "სითი ცენტრი 2",

განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით (#39-18), საპროექტო ტერიტორიაზე ვრცელდება რეკრეაციული ზონა 2, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა, სატრანსპორტო ზონა 1 და რეკრეაციული ზონა 1.

"საპროექტოდ დაგეგმილია ტერიტორიის ნაწილობრივ საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2-ით (52 000 კვ.მ) და ნაწილობრივ სარეკრეაციო ზონა 1-ით (6 859 კვ.მ) განვითარება, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის მიზნით. საპროექტოდ  დაგეგმილია 4 მაღლივი შენობის აშენება, მაქსიმალური სიმაღლე იქნება 180მ. ოთხივე შენობისთვის მოეწყობა ერთიანი პედესტალი, რომელიც განვითარდება კომერციული ფუნქციით (ჯამში სულ 5 შენობა-ნაგებობა).  შენობების დეტალური პროცენტული გადანაწილება იქნება 78% კომერციული და 22% საცხოვრებელი" - აღნიშნულია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ პროექტის ვიზუალიზაციაში ჩანს აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე დაგეგმილი ცათამბჯენებიც, რომელიც ოლიგარქ ივანიშვილის სახელს უკავშირდება.

რაც შეეხება საპროექტოდ დაგეგმილია ტერიტორიის მესაკუთრე კომპანიებს. შპს "ევ დი ეს მოდიკუმის" დირექტორი აკაკი სონგულიაა,. კომპანიის 50-50%-იან წილებს შპს "ევოლუშენ დეველოფმენთი" და შპს "სითი ცენტრი" ფლობენ. "სითი ცენტრის" დირექტორიც აკაკი სონგულიაა, 100%-იანი წილის მფლობელი კი კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია "სოფიცა ჰოლდინგს ლიმიტედი" (SOFITSA HOLDINGS LIMITED). შპს "ევოლუშენ დეველოფმენთის" მმართველი და მფლობელი კი აკაკი სონგულიაა. რაც შეეხება "სითი ცენტრ 2"- ს, მისი მფლობელია პანამაში რეგისტრირებული კომპანია "თრასდენ თრეიდინგ ეს.ეი.", დირექტორი გიორგი შეყრილაძე. შეყრილაძის ბიზნესპარტნიორი იყო რომან ფიფია, რომელიც წლების წინ აღნიშნულ ტერიტორიას ფლობდა.

აკაკი სონგულია "ქართული ოცნების" შემომწირველთა შორისაა. მას ოლიგარქის პარტიისთვის 2014 წელს 20 000 ლარი, 2023 წელს კი 60 000 ლარი აქვს შეწირული. 


ავტორი: ნინო ზედგენიძე

იხილეთ ასევე

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი