UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის მერაბ დვალიშვილის ბრძოლა ქამრის დაცვისთვის, უმარ ნურმაგომედოვთან, დღეს, 19 იანვარს გამთენიისას გაიმართება.
ქართველი ჩემპიონისთვის აღნიშნული ბრძოლა ქამრის პირველი დაცვა იქნება. მან ჩემპიონის ტიტული გასული წლის 15 სექტემბერს, შონ ო'მალისთან ბრძოლაში მოიპოვა.