"კადრები" - ამ შეძახილებით ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" საპროტესტო აქციის მონაწილეები შევიდნენ. ისინი სასტუმროს ფოიეში იმყოფებიან და იმ კადრების გადაცემას მოითხოვენ, რომელზეც სრულად არის ასახული გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე მომხდარი თავდასხმები.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც, რომელიც იქ "შერატონის" ადმინისტრაციის შეტყობინების საფუძველზე მივიდა.
ჩანაწერის გადაცემას თავდასხმის დღიდან ითხოვს პარტია "გახარია საქართველოსთვისაც"
"შერატონში" კი ადასტურებენ, რომ გახარიაზე თავდასხმის სრული ჩანაწერი არსებობს და მას ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ გადასცემენ.
შეგახსენებთ, გიორგი გახარიას და ჟურნალისტ ზვიად ქორიძე ბათუმის "შერატონში" თავს ოლიგარქის დეპუტატი დიტო სამხარაძე თანმხლებ პირებთან ერთად, 15 იანვრის ღამეს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. გახარია მიყენებული დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. ყოფილ პრემიერმინისტრს ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.