მოსამართლე ნინო გუდაძემ ოკრიბელაშვილი და მეფარიშვილი დამნაშავეებად ცნო და საპროცესო შეთანხმებით, 3-წლიანი სასჯელი განუსაზღვრა

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის მოსამართლე ნინო გუდაძემ მარტის აქციების დროს დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი დამნაშავეებად სცნო და მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.

მათ მოსამართლემ სასჯელი 3 წლის ვადით განუსაზღვრა, თუმცა, ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2,6 წელი გაუხდათ, საიდანაც მსჯავრდებულებს 1,6 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწევთ, 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებს.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებისას ძალადობრივად დაკავებულ ორივე აქტივისტს პროკურატურა პარლამენტის  400-ლარიანი ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი