თემქის პოლიციასთან დაკავებული გურამ მაცხონაშვილი ოლიგარქის სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

გამოქვეყნდა:

18 იანვარს, თემქის პოლიციასთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული რეჟისორი, გურამ მაცხონაშვილი ოლიგარქის სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. 

მაცხონაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს - მას სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას) და 174/1 (შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა) მუხლების დარღვევას ედავებიან.

მაცხონაშვილთან ერთად კიდებ 5 ადამიანი დააკავეს, 4 მათგანი გუშინ გაათავისუფლეს. რომან აკოფოვი კი ცოტა ხნის წინ, გაათავისუფლეს - ოლიგარქის სასამართლომ ის 2 200 ლარით დააჯარიმა.

ფოტო: პუბლიკა

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი