თემქის პოლიციასთან აქციაზე დაკავებული რომან აკოფოვი ოლიგარქის სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა

გამოქვეყნდა:

18 იანვარს, თემქის პოლიციასთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული რომან აკოფოვი ოლიგარქის სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა.

აკოპოვს 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

რომან აკოფოვი 18 იანვარს, თემქის პოლიციასთან მიმდინარე აქციაზე კიდევ 5 პირთან ერთად დააკავეს, 4 მოქალაქე გუშინ გაათავისუფლეს, ხოლო კიდევ ერთ დაკავებულის, რეჟისორ გურამ მაცხონაშვილის სასამართლო ამ წუთებში მიმდინარეობს. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი