ოლიგარქის სასამართლომ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, 1-ელ დეკემბერს დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი პატიმრობაში დატოვა.
ლომიძესა და ზასოხაშვილს ოლიგარქის გდდ-ის თანამშრომლებზე თავდასხმასა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლას ედავებიან.
შეგახსენებთ, რომ დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის 1-ელ დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.