ოლიგარქის სასამართლომ, მოქალაქე, რომელიც ივანიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კამერების დაზიანებას ბრალდებით დააკავა, პატიმრობაში დატოვა.
პროცესზე სიტყვით თავად დაკავებული არჩილ მუსელიანცი გამოვიდა და თქვა, რომ ბრალდებას არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მან ოლიგარქის პროკურატურასთან თანამშრომლობაზეც უარი თქვა.
არჩილ მუსელიანცს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს.