25 წლის მუსიკოსი, დავით ხომერიკი მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების მოხსნის თაობაზე.
ხომერიკი 2 დეკემბერს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ, თამარაშვილის ქუჩიდან დევნისას, დელისის ტერიტორიაზე დააკავეს. ხომერიკი ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს. ახალგაზრდას ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანასა და მომზადებას ედავებიან.
"საქმეში არის ვიდეო, სადაც დავით ხომერიკი საერთოდ არ ფიგურირებს. ამოღებულია 2 მინის ბოთლი, მასში სავარაუდოდ განთავსებული ნავთობპროდუქტით და მას ედავებიან რომ ის ჰიპოთეტურად იყო მოლოტოვის კოქტეილი და და ჰქონდა მიზანი, რომ გამოეყენებინა პოლიციელების წინააღმდეგ. ექსპერტმა, თუნდაც ჰიპოთეტურ აღმოჩენილ ნივთებზე დაწერა, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც ამოღებული იყო ზურგჩანთიდან, ის არ წარმოადგენდა აალებად ცეცხლსაშიშ ნივთიერებას. მას ასეთად რომ ქცეულიყო, სჭირდებოდა დამატებითი ზომების მიღება. არ ამოუღიათ იმ ზურგჩანთიდან, რაც ჩხრეკის ოქმში წერია, რაიმე საშუალება, რაც ცეცხლს ანთებს" განაცხადა ხომერიკის ადვოკატმა.