საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-40 პაციენტი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-40 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

გარდაცვლილი პაციენტი. - 81 წლის კაცი, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიდან სასწრაფო სამედიიცნო დახმარების ბრიგადამ პაციენტი გადაიყვანა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 28.09.2020. დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული დაავადების გამწვავება. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გულის ათეროსკლეროზული დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 30 სექტემბერს ღამით, - ნათქვამია განცხადებაში 

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 448 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  გამოჯანმრთელდა 299 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 6640;
  • გამოჯანმრთელებულია - 3419;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 39;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5392; 
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1100;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი