ვიპოვეთ ტაქსის მძღოლი, რომელიც ადასტურებს, რომ მისი მანქანით გაიტაცეს ნიკუშა; სასამართლო მის დაკითხვაზე უარს აცხადებს | კაციას ძმა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს რეჟიმის კიდევ ერთი პატიმრის, ჟურნალისტ ნიკა კაციას ბრალდების საქმის განხილვაა ჩანიშნული. სხდომის დაწყებამდე, კაციას ძმა იმ პროცესუალურ დარღვევებზე საუბრობს, რომლითაც რეჟიმის პროკურატურა და სასამართლო საქმის შეკერვას ცდილობენ.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ:

"ოჯახი, ადვოკატი, ნაცნობები, ვცდილობთ მტკიცებულებების მოპოვებას , მოწმეების მოძებნას, რასაც არაფერს არ აკმაყოფილებს სასამართლო. მაგალითად, ვიპოვეთ ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმე, იმ ტაქსის მძღოლი რომლითაც გადაადგილდებოდა და გაიტაცეს ნიკუშა. გვაქვს ამ ტაქსის მოძრაობის რუკა გამოთხოვილი, აბსოლუტურად ყველანაირი ინფორმაცია გვაქვს , ტაქსის მძღოლიც ადასტურებს იმას, რომ მისი მანქანით მოხდა ნიკუშას გატაცება და სასამართლო მის დაკითხვაზე აცხადებს უარს" ამბობს ნიკა კაციას ძმა. 

ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. კაციას ოლიგარქის პროკურატურა ნარკოტიკების ფლობას ედავება, რაც 8- დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.  მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ჟურნალისტი მის მიმართ წაყენებულ მძიმე ბრალდებას უარყოფს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი