
ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს, 1 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული რეკორდული 448 ახალი შემთხვევიდან 241 ინფიცირებული აჭარიდანაა.
აქვე ბოლო 24 საათში საქართველოში covid 19-ით გამოჯანმრთელდა 299 ადამიანი და გარდაიცვალა 1 პაციენტი .
აჭარა კვლავ ლიდერობს, იქ გამოვლინდა 241 შემთხვევა, იმერეთში - 98, თბილისში - 62, სამეგრელო-ზემო სვანეთში -15, სამცხე ჯავახეთში - 9, გურიასა და შიდა ქართლში - 7, კახეთში - 2, იმპორტირებული შემთხვევა არის 6, - თქვა მარიანა ენდელაძემ
ენდელაძემ ინფიცირებულ პაციენტებზეც ისაუბრა. ენდელაძის თქმით, 35 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 33 მართვით სუნთქვაზეა, მათ შორის 9 ოკუპირებული აფზახეთიდან არის გადმოყვანილი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.