ვაჟა სირაძეზე Facebook სტატუსის გამო, ზუგდიდში, ყოფილ პოლიციელებზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყეს

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომლებს, ლევან გოგიასა და დავით ყოლბაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსებისა და პოსტების გამო, შსს-მ უჩივლა. ყოლბაიამ რამდენიმე დღის წინ, საპატრულოს უფროსზე, ვაჟა სირაძეზე საჯარო სტატუსი დაწერა, გოგიამ კი ის დააკომენტარა. 

ამის შემდეგ კი მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

გოგიასა და ყოლბაიას 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც გულისხმობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ლანძღვა-გინებას მოქალაქეების მიმართ და პოლიციის წინააღმდეგობასა და პოლიციის შეურაცხყოფას.

ყოფილი სამართალდამცველები ამ ყველაფერს მათ პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებენ და ამბობენ, რომ წინასაარჩევნო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ოპოზიციის სასარგებლოდ და გამოავლინეს პირადობის მოწმობების ჩამორთმევის, ფულის დარიგებისა და დაშინების არაერთი შემთხვევა, მტკიცებულებები კი ეუთო|ოდირს გადასცეს.

 ყოფილი პოლიციელების სასამართლო დღეს, 4 საათზეა ჩანიშნული.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი