
ხობის საოლქო სააარჩევნო კომისიის საშვთა ბიუროს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების თქმით, ინფიცირების სავარაუდო წყარო ბათუმის კლასტერია, რადგან დაცვის თანამშრომელს, ერთი კვირის წინ, ბათუმიდან ჩამოსულ პირთან ჰქონდა კონტაქტი.
ხობის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ბოლო ხუთი დღეა, კომისიის წევრებისთვის ტრენინგები ტარდება, რომელსაც უბნის კომისიის ყველა წევრი ესწრებოდა. კოვიდინფირებული პაციენტს კი, რომელიც საშვთა ბიუროში იჯდა, ყველა მათგანთან უშუალო შეხება ჰქონდა.
ცნობისთვის, პაციენტი რუხის კოვიდცენტრში სამკურნალოდ უკვე გადაიყვანეს, ეპიდემიოლოგები კი, ინფიცირებულის კონტაქტებს იკვლევენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით საქართველოში:
ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.