ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ოლიგარქი ივანიშვილი პროკურატურაში ორჯერ გამოიკითხა | დეტალები სასამართლო პროცესიდან

გამოქვეყნდა:

ე.წ. ბიტკოინების საქმის განხილვა დღეს დასრულდა. სასამართლო პროცესი 29 იანვარს გაგრძელდება. პროკურატურამ დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. 

დაიკითხა ივანიშვილის ადვოკატი თემო წიქვაძე, რომელმაც დღესაც დაადასტურა, რომ სწორედ მან გაუგზავნა "მორიგების წერილი" ბაჩიაშვილის ადვოკატს. 

"ჩვენი უფლებები არის შელახული, ჩემი მარწმუნებლის ბიტკოინები არის მითვისებული, არანაირი კრიმინალური "შოჩიკები" არავისთვის არაა ჩართული" - განუცხადა ოლიგარქის ადვოკატმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, მისთვის უცნობია, როდის გამოიკითხება პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობილი ბიძინა ივანიშვილი.

პროკურორი კი ამტკიცებს, რომ დაიკითხება ყველა, ვისაც ამ საქმეზე რაიმე ინფორმაცია აქვს, თუმცა, კონკრეტულად ივანიშვილთან დაკავშირებით, ისიც ვერ პასუხობს, როდის.

თავად ბაჩიაშვილი მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს პოლიტიკურ დევნად აფასებს - "ბიძინა გადაწყვეტს ამ სასამართლო პროცესზე რას იზამს პროკურორი, რას იზამს მოსამართლე, როგორც ყველა სხვა პროცესში" - ამბობს ბაჩიაშვილი.

დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა გენერალური პროკურატურის ორი გამომძიებელიც, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული ამ საქმის გამოძიებაში. ერთ-ერთის ჩვენებიდან გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ საქმეზე ორჯერაა გამოკითხული და ორივეჯერ გენერალურ პროკურატურაში იყო მისული. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი