5 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისათვის, 58 წლის კაცს სააპელაციო სასამართლომ 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გამოძიების ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა კაცმა, ძმის შვილიშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა.
გასულ წელს კაცი სამართალდამცავებმა დააკავეს, თუმცა გამოძიების 9 თვიანი ვადის ამოწურვის გამო გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლდა. 2020 წლის 13 მაისს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნო. ბრალდების მხარემ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
არასრულწლოვანი ბავშვის ბაბუის ინფორმაციით, გამართლებული პირი პროცესებს აღარ ესწრებოდა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, კაცმა, რომელსაც სასჯელი მიესაჯა, მიმალვა სცადა. პოლიცას ის ამ დრომდე არ დაუკავებია.
ჩადენილი დანაშაული 11- დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
ავტორი: ია გულიაშვილი