"მოვუწოდებთ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, მოახდინოს ნიკოლოზ კაციას არაადამიანურ საპატიმრო პირობებზე რეაგირება" | საია

გამოქვეყნდა:

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს, რეჟიმის პატიმრის, ნიკოლოზ კაციას მიმართ პატიმრობის აღსრულება მოახდინოს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და პატიმრობის კოდექსით გარანტირებული უფლებების დაცვით.

ასევე საია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს მოახდინოს ნიკოლოზ კაციას არაადამიანურ საპატიმრო პირობებზე რეაგირება, დროულად შეისწავლოს და ეფექტიანად გამოიძიოს საქმე.

"საჯარო წყაროებით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიკოლოზ კაციას პენიტენციურ დაწესებულებაში არ უზრუნველყოფენ საკვებით, ხოლო მის პირად საბანკო ანგარიშზე არსებული თანხებით სარგებლობენ სხვა მსჯავრდადებულები. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც, რომლის თანახმადაც ნიკოლოზ კაციამ სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას მიუთითა პენიტენციურ დაწესებულებაში მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე. 

ადგილობრივი კანონმდებლობით და საერთაშორისო აქტებით პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოფს, როგორც ბრალდებულ/მსჯავრდადებულთა სათანადო კვება, აგრეთვე მათი სათანადო საცხოვრებელი პირობები. დაუშვებელია ბრალდებულ/მსჯავრდადებულთა დასჯის მიზნით არათუ საკვების მიცემაზე უარის, თქმა არამედ მათი კალორიულობის შემცირებაც კი. აღნიშნული შესაძლოა შეიცავდეს წამების/არაადამიანური მოპყრობის ნიშნებს.

ამასთან, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მოახდინოს  დანაშაულის, გამოვლენა აღკვეთა და პრევენცია, აგრეთვე იმგვარად განახორციელოს ბრალდებულ/მსჯავრდადებულთა ტრანსპორტირება და განთავსება, რომ ისინი არ დაექვემდებარონ სხვა ბრალდებულ/მსჯავრდადებულთაგან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. პენიტენციური სამსახური ვალდებულია თავიდან აიცილოს ძალადობის ან სხვა ტიპის რეპრესიის მაპროვოცირებელი გარემოებები. 

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჟურნალისტი ნიკოლოზ კაცია ერთ-ერთია იმ პირთაგან, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების პარალელურად დააკავეს. საქართველოს პროკურატურა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში სდებს ბრალს.

2025 წლის 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ნიკოლოზ კაციას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა. ნიკოლოზ კაციას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოსამართლე ნინო თარაშვილმა კვლავ ძალაში დატოვა.

საია აკვირდება სასამართლოში ნიკოლოზ კაციას მიმართ მიმდინარე საქმის განხილვას და იმას, თუ როგორ მიმდინარეობს მისი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება. 

მოვუწოდებით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს:

  • ნიკოლოზ კაციას მიმართ პატიმრობის აღსრულება მოხდინოს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და პატიმრობის კოდექსით გარანტირებული უფლებების დაცვით. 

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

  • მოახდინოს ნიკოლოზ კაციას არაადამიანურ საპატიმრო პირობებზე რეაგირება, დროულად შეისწავლოს და ეფექტიანად გამოიძიოს საქმე," - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, "ღამის მთავარის" ეთერში საბა სხვიტარიძის დედამ, ლელა ახობაძემ განაცხადა, რომ ნიკოლოზ კაციას ციხეში ავიწროებენ და საკვებს არ აძლევენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი