თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი დიპლომატის და ელჩის გიგი გიგიაძის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება გადაიდო. მას გამოძიება გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.
გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან უფლებადამცველ გიორგი კონდახაშვილსაც. დღეს მისი პროცესიც გადაიდო. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება სავარაუდოდ 21 თებერვალს გამოცხადდება.
მანამდე კი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ანტონ ჩეჩინი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და პროევროპულ აქციებში მონაწილეობდა. ჩეჩინი რუსეთიდან დევნილია და მან რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში სასამართლო დავა მოიგო.
ჩეჩინი 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა-ქვეპუნქტის საფუძველზე დააკავეს, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.