საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 41-ე პაციენტი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 41-ე პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროის ინფორმაციით, პაციენტს რამდენიმე თანმხლები დაავადება ჰქონდა. 

გარდაცვლილი პაციენტი 82 წლის კაცი, პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავდმყოფოში მკურნალობდა 29.09.2020- დან.  დიაგნოზი: COVID -19, სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის შეშუპება, ორმხრივი ტოტალური პნევმონია. თანმხლები დაავდება: გულის მწვავე უკმარისობა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 1 ოქტომბერს, - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 448 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 299 ადამიანი. გარდაიცვალა 2.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 6640;
  • გამოჯანმრთელებულია - 3419;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 41;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5392; 
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1100;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი