მზია ამაღლობელის უფლებებს მისი უკანონო ბრალდების საქმეში, BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი დაიცავს

გამოქვეყნდა:

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის უფლებებს BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი დაიცავს. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით თავად იურიდიული კომპანია ავრცელებს და წერს, რომ გამოიყენებს ყველა სამართლებრივ საშუალებას სამართლიანობის აღსადგენად.

BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი, დაიცავს ონლაინ მედია გამოცემების, ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის უფლებებს მისი უკანონო ბრალდების საქმეში.

მზია ამაღლობელი, სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლი, გამორჩეული ჟურნალისტი, დაპატიმრებულია უკანონოდ. მას BLB დაიცავს რეპუტაციულ უფლებადამცველ ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად.

მზია ამაღლობელს ბრალი აქვს წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 353(პრიმა) მუხლით (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმა).

მე-17 დღეა მზია ამაღლობელი მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას, საქართველოში სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ მასობრივი რეპრესიული და ძალადობრივი თავდასხმის საპასუხოდ.

BLB გამოიყენებს ყველა სამართლებრივ საშუალებას მზია ამაღლობელის საქმეზე სამართლიანობის აღსადგენად." ნათქვამია განცხადებაში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი