ოლიგარქის სასამართლომ, თედო აბრამოვი, რომელიც საპროტესტო აქციაზე გასვლის დროს დააკავეს, პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის სასამართლომ, 22 წლის თედო აბრამოვი პატიმრობაში დატოვა.

ახალგაზრდა 2024 წლის 7 დეკემბერს ოლიგარქის პოლიციამ საკუთარ სახლთან დააკავა - ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა.

"ოცნების" რეჟიმის პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას აბრამოვს ქურთუკის წინა ჯიბიდან 5 გრამი კლუბური ნარკოტიკი ამოუღეს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობაა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი