ბატონ პროკურორო- თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილზე , თქვენ რომ თავს დაგსხმოდნენ და თქვენთან ერთად მდგომი ქალისთვის სახეში დაერტყათ, საფრთხე შექმნოდა თქვენს მეგობრებს, თავს დაუხრიდით და არაფერს მოიმოქმედებდით? გაატარებდით ქალზე ძალადობას და გინებას? ეს არის თქვენი სამართალი სამწუხაროდ - ამ სიტყვებით მიმართა რეჟიმის პატიმარმა საბა სხვიტარიძემ მისივე სასამართლო პროცესზე პროკურორს.
სხვიტარიძე ივანიშვილის მოსამართლემ დღეს ისევ პატიმრობაში დატოვა, თუმცა იქამდე, მან სიტყვის უფლებით ისარგებლა, კიდევ ერთხელ ისაუბრა საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობაზე, წამებაზე, სოლიდარობა გამუცხადა რეჟიმის ტყვეებსა და მზია ამაღლობელს:
"მე პოლიტიკური პატიმარი ვარ და ეს პროცესის პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. თუმცა, პატარა იმედი მაინც მაქვს, რომ სასამართლო ამ შემთხვევაში რაღაც ლოიალობას გამოიჩენს. მე დამაკავეს იმის გამო, რომ მე და ჩემთან ერთად მყოფებს თავს დაგვესხა ტიტუშკა , რომელსაც არანაირი საცნობი ნიშანი არ ჰქონდა პოლიციელის, კაპიშონი ეხურა, პირბადე ეკეთა, იძალადა ქალზე, გვაგინებდა და აგრესიით გამოირჩეოდა ჩვენი მიმართულებით. მე მოვიგერიე ის. ამის გამო მე გამიტაცეს, მე მაწამეს განყოფილებაში ორჯერ, რის შემდეგაც ეს არ იკმარეს და მკაცრი რეჟიმის იზოლატორში გამამწესეს და დამაბრალეს პოლიციელზე ძალადობა, რაც არის სრული აბსურდი. თუ ვინმეა ამ საქმეში დამნაშავე, ეს არის ის ტიტუშკა - მირიან ქავთარაძე, თუ არ ვცდები, და ის მოძალადე პოლიციელები, რომლებმაც ჩემზე იძალადეს და ამ საქმეში მე დაზარალებულადაც მცნეს და აქამდე არც ერთი პოლიციელი არ დაუკავებიათ.
ბატონ პროკურორო- თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილზე , თქვენ რომ თავს დაგსხმოდნენ და თქვენთან ერთად მდგომი ქალისთვის სახეში დაერტყათ, საფრთხე შექმნოდა თქვენს მეგობრებს, თავს დაუხრიდით და არაფერს მოიმოქმედებდით? გაატარებდით ქალზე ძალადობას და გინებას? ეს არის თქვენი სამართალი სამწუხაროდ.
მე მაწამეს, მაგრამ ვერ გამტეხეს. მე დამაკავეს, მაგრამ თავისუფლება ვერ წამართვეს. საკნის კედლები სულ რომ კუბოსავით შემივიწროვოთ, ჩემზე თავისუფლები მაინც ვერ იქნებით. სასამართლო ყოველი უსამართლო გადაწყვეტილებით საქართველოს და ქართველი ხალხის დემოკრატიულ მომავალს უქმნით საფრთხეს, ძირს უთხრით ევროპულ მომავალს და მიგვაქანებთ რუსეთში, ირანსა და ჩინეთში. როგორ შეიძლება ათასობით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე და 53 სისხლის სამართლის საქმეზე მხოლოდ პროკურატურა იყოს მართალი? როგორ შეიძლება პროკურატურა ერთხელ მაინც არ შეცდეს...მე არ ვიცი რას გიხდიან, ან რით გაშინებენ, მაგრამ ახალგაზრდების ცხოვრების დანგრევისთვის და უსამართლობის დაკანონებისთვის , თუმცა მოვა დრო და ხალხის წინაშე გადაიხდით ვალს. მოვა დრო და ხალხი გამოგიტანთ განაჩენს ყოველი თქვენი ქმედების გამო...დღეს მე შეიძლება დამაკავეს, მაგრამ ყველას ვერ დაიჭერთ, ქართველი ხალხი არ დათმობს ევროპულ მომავალს. მოვა დრო და როდესაც გამოუყენებლები იქნებით რეჟიმისთვის უსამართლობის წინაშე თქვენც დადგებით....
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს.
თავისუფლება მზიას” მიმართა საბა სხვიტარიძემ მოსამართლეს.
იხილეთ: