ანზორ კვარაცხელია, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, ოლიგარქის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

25 წლის ანზორ კვარაცხელიას, რომელსაც რეჟიმის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, ოლიგარქის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

ოლიგარქის პროკურატურა დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებას, ადვოკატი კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის უამდომლობა დააკმაყოფილა. 

ანზორ კვარაცხელია მიმდინარე პროევროპული აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც "პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი