ოლიგარქის სასამართლომ, სტუდენტი, საბა ჯიქია, რომელიც "პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით" დააკავეს, პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის სასამართლომ, 18 წლის სტუდენტი, საბა ჯიქია, რომელიც "პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით" დააკავეს, პატიმრობაში დატოვა.

ჯიქია ოლიგარქის პოლიციამ 5 დეკემბერს დააკავა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინა პროცესზე, რომელიც 7 დეკემბერს გაიმართა პროკურატურა ჯიქიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარემ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას შემდეგ სტუდენტი პატიმრობაში რჩება. 

საბა ჯიქია ბრალს არ აღიარებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი