ექიმი ვახტანგ ყიფიანი საქალაქო სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო მასთან ერთად დაკავებული მაგდა ხოჭოლავა ისევ პატიმრობაში დატოვა.
ადვოკატები ამბობენ, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი დაზარალებული ოჯახისა და კლინიკის შეთანხმება გახდა.
„დაკავების დღიდან ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ნათია ცირეკიძეს მიქცეოდა ყურადღება მკურნალობის მხრივ. ამაზე კლინიკამ პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო. ჩვენს მოთხოვნებში შედის რომ ნათია ცირეკიძეს სრულყოფილი მკურნალობა ჩაუტარდეს, მათ შორის საზღვარგარეთაც“ - ამბობს ნათია ცირეკიძის ადვოკატი
მაგდა ხოჭოლავას და ვახტანგ ყიფიანის მიმართ, ჩვენ პირველ რიგში გავითვალისწინეთ დაზარალებულის პოზიცია და დავადგინეთ, რომ კლინიკა იღებს პასუხისმგებლობას პაციენტის მკურნალობაზე და ის მატერიალური ზიანი ოჯახს 2 წლის განმავლობაში მიადგა სრულად იქნება ანაზღაურებული“ - ამბობს პროკურორი დავით გუმბერიძე.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ბრალდებით ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი ვახტანგ ყიფიანი აგვისტოში დააკავეს.
უკანონო საექიმო საქმიანობის ბრალდებით დააკავეს მაგდა ხოჭოლავა.
გამოძიების ინფორმაციით, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა პაციენტი დაარწმუნა, რომ ქირურგიულ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები ჩაუტარებდნენ, თუმცა ოპერაცია, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, თავად გაუკეთა. პაციენტი კი უკვე 2 წელია კომაშია.
მომდევნო სასამართლო პროცესი 25 ოქტომბერს გაიმართება.