ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი, რომელსაც რეჟიმი პოლიზიელზე თავდასხმას ედავება, გადაიდო.
გიგაურის პროცესი 13 თებერვალს, 15:00 საათზე ჩატარდება.
ანატოლი გიგაური 25 ნოემბერს დააკავეს და ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაური წლების განმავლობაში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში, მათ შორის საიდუმლო სამსახურში. იბრძოდა ავღანეთში. ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ ათობით სერტიფიკატისა და სიგელის ასლი წარადგინა, სადაც საუბარია მის დამსახურებებზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში.