მათე დევიძის სასამართლო პროცესი 7 თებერვლისთვის გადაიდო

გამოქვეყნდა:

მათე დევიძის სასამართლო პროცესი, რომელსაც რეჟიმი პოლიზიელზე თავდასხმას ედავება, გადაიდო. პროცესი 7 თებერვალს ჩატარდება.

დევიძის პროცესი თავდაპირველად ხმაურის ფონზე დაიწყო, სხდომაზე დასწრებას საქართვლოლოში საფრანგეთის ელჩის პირველი მრჩეველიც აპირებდა, თუმცა ის ვერ შევიდა დარბაზში "ადგილის არარსებობის" გამო. ოლიგარქის სასამართლომ ხმაურის გამო პროცესის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. 

დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც ნოემბერში, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

დევიძეს სხვებთან ერთად, პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს და სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს.

21 წლის ახალგაზრდას "ოცნების" რეჟიმის გამომძიებლები 3 პოლიციელის ფიზიკურ დაზიანებას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი